Thursday, November 10, 2011

ზამთრის დღესასწაული გერმანიის ალპებში

რვა დღიანი მოგზაურობა გერმანიის ალპებში, ავსტრიისა და შვეიცარიის საზღვართან.

15 იანვრიდან, ნებისმიერ დროს.
ერთი ადამიანი ბინაში 200,- ევრო. 


მდებარეობა: ბავარიის ალპები
მიუნხენიდან სულ რაღაც 100 კილომეტრის დაშორებით.
აპარტამენტი 10 საცხოვრებლით, საერთო დარბაზით.

ორადგილიანი: საუცხოოდ მოწყობილი, 24 კვ.მ. საცხოვრებელი, საწოლებით და კარადებით, სატელიტური ტელევიზორით, სასადილო და სამზარეულო კუთხით, აბაზანა–ტუალეტით, აივნით ან ტერასით. 

ორადგილიანი ნომერი არის ასევე 26 კვ.მ. ფართობის და შეიძლება მესამე ადამიანის მოთავსებაც. 
სათხილამურო ტრასები მდებარეობს 4–6 კმ–ს მოშორებით.
ამ სასტუმროში  ყოფნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ გარკვეული შეღავათებით (უფასო მგზავრობით ადგილობრივი ავტობუსებით, ერთჯერადი თავისუფალი შესვლით სათამაშო ცენტრში და ა.შ). ყინულის საციგურაო დარბაზი და აუზი 2 კილომეტრშია.


დაუვიწყარი სადღესასწაულო დღეები ტიროლში (ავსტრია)

რვა დღიანი მოგზაურობა ავსტრიის საუკეთესო ზამთრის კურორტზე ტიროლში.
        15 იანვრიდან, ნებისმიერ დროს.
        ღირებულება ერთი ადამიანისთვის  ორადგილიან ნომერში არის 300,- ევრო.
        ფასში შედის ორჯერადი კვება.


სასტუმრო მდებარეობს წყნარ და ამავე დროს ცენტრალურ ადგილას, ახლოსაა სავაჭრო და გასართობი ცენტრები.  
სასტუმროს ოროთახიან ნომერში არის საწოლები, აუცილებელი ავეჯი, სატელიტური ტელევიზორი, რადიო, საშხაპე, ტუალეტი და აივანი. ოთახს 20 მ² უკავია. 

 
სასტუმრო ასევე გთავაზობთ ორადგილიან ნომრებს, რომელიც კიდევ დაიტევს  საწოლს ორი სტუმრისთვის. აღნიშნულ ნომრებს ჩამოთვლილთან ერთად აქვს 30 მ² ფართობი.






სასტუმროში არის მყუდრო და ოჯახური გარემო, გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას საუცხოოდ მოწყობილ მისაღებ დარბაზში. რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს საუცხოო კერძებს შემოგთავაზებენ.  მზიან დღეებში თქვენს განკარგულებაშია სასტუმროს ტერასები.




სასტუმრო მდებარეობს ზღვის დონიდან 548 მეტრზე,  ცილერტალში. აქედან საოცარი ხედი იშლება მთებზე. ადგილი იდეალურია რომანტიული სეირნობისთვის, მიმდებარე ადგილები გვთავაზობენ თავისუფალი დროის მრავალფეროვნად გატარების საშუალებებს.

განუმეორებელი და ცნობილი ოლიმპიური ქალაქი ინსბრუკი მრავალრიცხოვანი სანახაობებით და სავაჭრო დაწესებულებებით მდებარეობს დაახლოებით 40 კილომეტრში.

ფიუგენის სათხილამურო ტრასები სასტუმროდან 4 კილომეტრშია, ხოლო ჰოხფიუგენის ტრასები დაახლოებით 8 კილომეტრში. მოთხილამურეებისთვის ავტობუსების გაჩერება 50 მეტრშია.

ჰოხცილერტალის სათხილამურო ოლქი  მდებარეობს ზღვის დონიდან 1.500–2.500 მეტრ სიმაღლეზე . 

ჰოხცილერტალის ტრასები:
მარტივი:  37 km
საშუალო: 92 km
რთული:   37 km
ტრასების საერთო კილომეტრაჟი 166 km

სათხილამურო ტრასები აღჭურვილია საბაგიროებით.