Thursday, May 17, 2012

ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკი იტალიაში


ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკი
„პინოქიო“
(სამხრეთ იტალია, კალაბრია)
ზაფხული 2012

ბავშვებისთვის 8-დან 17 წლამდე
 03/06/12-დაბ 26/08/12-მდე

ხანგრძლივობა: 2 – 3 კვირა
სამკვირიანი დასვენების ღირებულება 955 ევრო

სამხრეთი იტალია, კალაბრია, ბრიატიკოს რეგიონი, ტირენის ზღვა საკუთარი თეთრქვიშიანი პლაჟით. 60 კმ. ლამეცია ტერმეს აეროპორტიდან, 2 კმ. ქალაქ ბრიატიკოდან, 4 კმ. პიცოს ისტორიული ცენტრიდან. 


კალაბრია, ბრიატიკოს რეგიონი შეტანილია იუნესკოს სიაში, როგორც იტალიის ყველაზე ეკოლოგიური რაიონი, შემოსაზღვრული ტირენის ზღვით და თეთრი პლაჟით. კალაბრია ცნობილია მდიდარი ისტორიით, კულტურული ტრადიციებით, ულამაზესი მცენარეებით და დიდებული სამზარეულოთი, რაც უმნიშვნელოვანესია ბავშვთა დასვენებისთვის. 

სასტუმრო GREEN GARDEN 3*:

·         რესტორანი (ოთხჯერადი კვება)
დახურული და ღია
·         ღია საცურაო აუზი, ქოლგები,                         
შეზლონგები, მინიმარკეტი                                
სასმელებით და ხილით
·         ამფითეატრი
·         ჩოგბურთის კორტები
·         სპორტული მოედანი
·         საცეკვაო დარბაზი
·         მაგიდის ჩოგბურთი
·         პლაჟზე ბარი სასმელებით
·         ტერიტორია დაცულია საიმედოდ



ჯგუფები შედგება 30 ბავშვისგან. (30 ჯგუფზე - 2 აღმზრდელი). ჯგუფები კომპლექტდება ასაკის მიხედვით. ბინები განლაგებულია ორსართულიან კორპუსებში. ნომრები გათვლილია 3-4 კაცზე.
ნომრებში არის შხაპი, ტუალეტი, ბიდე,                 
კარადა, ტუმბო, ტელევიზორი, ტელეფონი,
კონდენციონერი, აბაზანის აღჭურვილობა,
ყოველდღიური დალაგება. თეთრეულის               
გამოცვლა ყოველ მეორე დღეს.
ღირებული ნივთების შესანახად
გათვალისწინებულია სეიფი 

რეგისტრატურის ზონაში (მუშაობს მუდმივად)

ოთხჯერადი კვება, რომელშიც შედის
იტალიური ტრადიციული კერძები.
კალაბრია გამორჩეულია გასტრონომიით,
წარმოადგენს იტალიის აგროპროვინციას
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით.

                09:00 – 10:30 – საუზმე
                12:30 – 14:00 – სადილი     
                15:00 – 16:00 – სამხარი
                19:00 – 21:00 - ვახშამი


პედაგოგიური შემადგელობა: ხელმძღვანელი, ბავშვთა ექიმი, ანიმაციური ჯგუფი.
ხელმძღვანელებს აქვთ პედაგოგიური განათლება და სამუშაო გამოცდილება სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში, ბავშვთა ცენტრებში, მომზადებული არიან სპეციალურად. ბავშვებს მოემსახურება დპეციალისტი ფიზიკურ მომზადებაში, ინსტრუქტორ-მაშველი, ფიტნეს-მწვრთნელი, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, დიეტოლოგი, ადმინისტრატორი, ანიმაციური ჯგუფი.

ბავშვების ბანაკში ყოფნის დროს იქნება ექიმი-პედიატრი, რეკომენდებული კომპანია РОСНО-სგან. ყოველ დამსვენებელს აქვს სამედიცინო დაზღვევა РОСНО. გამგზავრების წინ საჭიროა ცნობა № 28В-ის აღება. ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედებს საუკეთესოდ აღჭურვილი სამედიცინო  პუნქტი.

აქტიური დასვენების პროგრამა:

·   საერთაშორისო შეხვედრები ფეხბურთში,      
ფრენბურთში, კალათბურთში
·         ველოსიპედებით სეირნობა
(ველოტრეკები ინსტრუქტორით)
·         მაგიდის ჩოგბურთი
·         შეჯიბრი წყლის პოლოში







Friday, May 4, 2012

მოგზაურობა იტალიაში


რომი–ფლორენცია–რომი

8დღე/7ღამე

ტურების დასაწყისი ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირას, ორშაბათს

1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით

პაკეტის ღირებულება ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ნომერში

 525 ევრო

1 დღე – ჩასვლა რომის აეროპორტში. შეხვედრა ტურის ასისტენტთან.
               ქალაქის ცენტრში არჩეული კატეგორიის სასტუმროში განთავსება.
               ექსკურსია „ღამის რომი“ (დამატებითი საფასურით). დაბრუნება
               სასტუმროში.


2 დღე – საუზმე სასტუმროში. ექსკურსია რომში 2-იარუსიანი ავტობუსით: ტრევის შადრევანი, მარკუს ავრელიუსის კოლონა, მონტეჩიტორიოს სასახლე, ნავონის მოედანი, პანთეონი. 
- ვატიკანი (წმიდა პეტრეს ტაძარი). გასეირნება–ექსკურსია „ანტიკური რომის ლეგენდები“ + ტრასტევერეს კვარტალი. (დამატებითი საფასურით) 
- გასეირნება–ექსკურსია „რომის მოედნები“ (დამატებითი საფასურით). 
დაბრუნება სასტუმროში.

 
3 დღე – საუზმე სასტუმროში. ავტობუსით გამგზავრება ფლორენციაში.
ექსკურსია–გასეირნება ქალაქში: ტაძარი სანტა მარია დელ ფიორე, ჯოტოს სამრეკლო, ბაპტისერიუმი. აკადემია–გალერიის მონახულება, მიქელანჯელოს ცნობილი „დავითით“.  (შესასვლელი ბილეთების საფასურს გადაიხდით დამატებით ადგილზე).  
სადილი (დამატებითი საფასურით).
განთავსება ფლორენციის სასტუმროში. 


4 დღე – საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე ან 
- ექსკურსია პიზაში (დამატებითი საფასურით) ან ექსკურსია სიენაში (დამატებითი საფასურით), 
- ვახშამი რესტორანში სპექტაკლით (დამატებითი საფასურით). 
დაბრუნება სასტუმროში. 


5 დღე – საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე ან ექსკურსია გალერეა უფიციში (ბილეთს იყიდით გალერეის სალაროში).
დღის მეორე ნახევარში გამგზავრება ავტობუსით რომში. განთავსება რომის სასტუმროში.


6 დღე – საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე ან 
- ექსკურსია ვატიკანის მუზეუმში (დამატებითი საფასურით).
- ექსკურსია „რომის იმპერია“ (დამატებითი საფასურით), 
- ექსკურსია „ქრისტიანული რომი“ (დამატებითი საფასურით). 
დაბრუნება სასტუმროში. 


7 დღე – საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დღე ან 
- ექსკურსია ნეაპოლში და პომპეიში (დამატებითი საფასურით).
- ექსკურსია ტივოლში (დამატებითი საფასურით), 
- ექსკურსია გალერეა ბორგეზეში (ბილეთებს იყიდით სალაროში). 
დაბრუნება სასტუმროში. 


8 დღე – საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში. 


ღირებულებაში შედის:

·        5 დღე რომში და 2 ღამე ფლორენციაში
·        სასტუმრო საუზმით
·        ტრანსფერი რომი-ფლორენცია-რომი
·        ერთი ექსკურსია ფლორენციაში
·        ერთი ექსკურსია ავტობუსით რომში
·        სამედიცინო დაზღვევა

ღირებულებაში არ შედის:

·        ავიაბილეთების ღირებულება
· რომში ცხოვრების სავალდებულო გადასახადი ყველა    ვიზიტორისთვის - 2 ევრო დღეში 3* სასტუმროში, 3 ევრო დღეში 4* სასტუმროში
·        სადილი და ბილეთები  გალერეა აკადემიაში
·        ექსკურსია პიზაში.
·        ექსკურსია სიენაში.
·        ბორგეზეს გალერეის ბილეთები.
·  ექსკურსიარომის ანტიკური ლეგენდები“  + ტრასტევერეს    კვარტალი
·        ექსკურსია - რომის მოედნები
·        გალერეა უფიცის დათვალიერება 
·        გიდის მომსახურება დამატებით ტურებზე
·        ვიზის საფასური.