რვადღიანი მოგზაურობა ისრაელში
03.01.12 – 10.01.12
ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ნომერში არის 999,- ევრო.
თელ ავივი, იაფო, ბეთლემი, იერუსალიმის მართლმადიდებლური
ტაძრები, გალილეა, მკვდარი ზღვა.
1 დღე – ჩასვლა ბენ–გურიონის აეროპორტში. ტრანსფერი თელ ავივის სასტუმროში.
2 დღე – მკვდარი ზღვა, სილამაზის, ჯანმრთელობის და დასვენების ცენტრი. აქ გელით გამაჯანსაღებელი პროცედურები მკვდარ ზღვაზე, სამკურნალო ტალახი, სასიამოვნო დასვენება.
3 დღე – ალმასის ბირჟა, ექსკურსია თელ ავივის გარშემო, სეირნობა იაფოს ძველ პორტში.
4 დღე – ქრისტიანული გალილეა. მოილოცავთ წმიდა ადგილებს – ნაზარეთს, ხარების ტაძარს. ექსკურსია მდინარე იორდანეზე, კანას გალილეაში, მოინახულებთ პურის და თევზის გამრავლების ადგილს, მთას, საიდანაც ქადაგებდა მაცხოვარი.
5 დღე – თავისუფალი დღე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
6 დღე – ბეთლემი. ექსკურსია წმიდა მიწაზე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის – ბეთლემი, ქრისტეს შობის ტაძარი. იერუსალიმის გორნენის ტაძარი, მარიამ მაგდალინელის ტაძარი.
7 დღე – ძველი და თანამედროვე იერუსალიმი. გეთსიმანიის ბაღი, ზეთისხილის ბაღი, ქრისტეს ვნების და მარიამის მიძინების ტაძრები, სიონის მთა, საიდუმლო სერობის ადგილი, გოლგოთის გზა, მაცხოვრის საფლავი. აღდგომის ტაძარი. გოდების კედელი.
8 დღე – ტრანსფერი სასტუმროდან ბენ–გურის აეროპორტში.
ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ნომერში არის 999,- ევრო.
ტურის ღირებულებაში შედის: 1. თვითმფრინავის ბილეთი; 2. სავიზო მხარდაჭერა; 3. 3* სასტუმრო;
4. საუზმე; 5. ექსკურსიები რუსულენოვანი გიდის თანხლებით.
ტურის ღირებულებაში არ შედის სამედიცინო დაზღვევა და ვიზის გადასახადი 42 ლარი. |