Thursday, November 10, 2011

ზამთრის დღესასწაული გერმანიის ალპებში

რვა დღიანი მოგზაურობა გერმანიის ალპებში, ავსტრიისა და შვეიცარიის საზღვართან.

15 იანვრიდან, ნებისმიერ დროს.
ერთი ადამიანი ბინაში 200,- ევრო. 


მდებარეობა: ბავარიის ალპები
მიუნხენიდან სულ რაღაც 100 კილომეტრის დაშორებით.
აპარტამენტი 10 საცხოვრებლით, საერთო დარბაზით.

ორადგილიანი: საუცხოოდ მოწყობილი, 24 კვ.მ. საცხოვრებელი, საწოლებით და კარადებით, სატელიტური ტელევიზორით, სასადილო და სამზარეულო კუთხით, აბაზანა–ტუალეტით, აივნით ან ტერასით. 

ორადგილიანი ნომერი არის ასევე 26 კვ.მ. ფართობის და შეიძლება მესამე ადამიანის მოთავსებაც. 
სათხილამურო ტრასები მდებარეობს 4–6 კმ–ს მოშორებით.
ამ სასტუმროში  ყოფნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ გარკვეული შეღავათებით (უფასო მგზავრობით ადგილობრივი ავტობუსებით, ერთჯერადი თავისუფალი შესვლით სათამაშო ცენტრში და ა.შ). ყინულის საციგურაო დარბაზი და აუზი 2 კილომეტრშია.